გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ენერგეტიკის სფეროში რუსეთს დაეყრდნო.

„გერმანია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკაზე. ყოველი იაფი კუბური მეტრი გაზის სანაცვლოდ, ჩვენ უსაფრთხოებით ორჯერ და სამჯერ მეტი გადავიხადეთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„როგორც გერმანელ მინისტრს, მე დამისვეს კრიტიკული კითხვები ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რატომ გახდით ასე დამოკიდებული რუსულ გაზზე? რატომ ააშენეთ მილსადენი ბალტიის ზღვის შუაგულში, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას? და სიმართლე ისაა, რომ ისინი მართლები იყვნენ და ჩვენ ვცდებოდით“, - განაცხადა მან.