გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლს დროებით აღადგენს.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა განაცხადა, გერმანიამ აღნიშნულის შესახებ ევროკავშირს აცნობა. მისი თქმით, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასთან და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან დაიწყება და თავდაპირველად ექვს თვეს გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებიდან და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს შიდა უსაფრთხოებას კონკრეტული ქმედებით და ვინარჩუნებთ მკაცრ პოზიციას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.

1tv.ge