სავაჭრო პლატფორმის მონაცემებით, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 18 ნოემბერს ვაჭრობის დაწყებისას 2700 პუნქტს ჩამოსცდა. ყველაზე დაბალ დონეზე ინდექსი 1,89%-ით დაეცა და 2687,45 პუნქტი შეადგინა. მოსკოვის დროით 11:19 საათისთვის ვარდნა 0,68%-მდე შენელდა და მოსკოვის ბირჟის ინდექსმა 2720,72 პუნქტი შეადგინა.
სავაჭრო დღის დასაწყისში რუსეთის საფონდო ბირჟამ გეოპოლიტიკური სიახლეების დაღმავალი ზეწოლა იგრძნო,- ამბობს Veles Capital ანალიტიკოსი ელენა კოჟუხოვა.
17 ნოემბერს The New York Times-მა და Reuters-მა, წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად დაუშვა შესაძლებლობა, უკრაინამ გამოიყენოს ამერიკული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. კოჟუხოვას აზრით, ბაზარი დაელოდება რუსეთის ხელისუფლების რეაქციას ამ გადაწყვეტილებაზე.