რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს სხვადასხვა სახეობის 17 რაკეტა და 31 უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა. მისი ინფორმაციით, შეტევა გასული ღამიდან დღეს დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა.

საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთმა კასპიის ზღვის რაიონიდან, ტუ-95 ტიპის თვითმფრინავებიდან ისროლა 10 ფრთოსანი რაკეტა, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან - 7 საზენიტო-მართვადი რაკეტა. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან შეტევა განხორციელდა ირანული წარმოების 31 უპილოტო საფრენი აპარატით.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია 10 ფრთოსანი რაკეტა და 23 დრონი. 

radiotavisupleba.ge