ელ-ნინიოს ბუნებრივი ფენომენი 90%-იანი ალბათობით 2023 წლის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდება. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) განაცხადა.
ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის ეკვატორულ და სამხრეთ ნაწილებში წყლის ტემპერატურა იზრდება. ბოლოს ეს ფენომენი 2016 წელს დაფიქსირდა. ამან განაპირობა ის, რომ აგვისტოს თვეში პლანეტაზე საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს - 16,92 გრადუსს მიაღწია.
WMO-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ პირველად 7 წლის განმავლობაში წყნარი ოკეანის ტროპიკულ ოკეანეში ელ-ნინიოს ფორმირების პირობები შეიქმნა. ამან დედამიწის ბევრ ნაწილში შეიძლება უკიდურესი სიცხე და პლანეტაზე ამინდისა და კლიმატის დამღუპველი მოვლენები გამოიწვიოს.
WMO-ს გენერალურმა მდივანმა პეტერი ტალასმა აღნიშნა, რომ მთავრობები მთელს მსოფლიოში უნდა მოემზადონ ელ-ნინიოს დასაწყისისთვის. ის დარწმუნებულია, რომ ადრეული და პროაქტიული ქმედება ხელს შეუწყობს ელ-ნინიოს გავლენის შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და ეკონომიკაზე.