ორი ირანელი ოფიციალური პირი The New York Times-ს უყვება, ირანმა მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელის დასახელება უსაფრთხოების მიზეზების გამო გადადო, მას შემდეგ რაც ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ახალი ლიდერი შესაძლოა მათი სამიზნე გახდეს.

გამოცემა წერს, რომ აიათოლა ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, ამ თანამდებობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გამოიკვეთა, თუმცა ორი წყაროს NYT-ს თქმით, ირანში მისი უსაფრთხოების გამო მას შემდეგ შფოთავენ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ის შესაძლოა ირანის ახალი ლიდერი გახდეს.

მოჯთაბას კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის მისაღები არ იქნებოდა, ხოლო ისრაელმა აღნიშნა, რომ ის შესაძლოა მისი შემდეგი სამიზნე გახდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბატონი ხამენეის  ქვეყნის უმაღლეს რელიგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ფიგურად დანიშნვა მკაცრი კონსერვატიული მმართველობის გაგრძელებაზე  მიანიშნებს. NYT წერს, რომ  ბატონი ხამენეი, იდუმალი, თუმცა გავლენიანი ფიგურა, რომელიც ძალაუფლების ჩრდილში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა და რომელიც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან.

tabula.ge