ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა აშშ-ის  თავდაცვის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიებთან, შეთანხმდნენ „გამორჩეული კლასის“ იარაღის წარმოების ოთხჯერ გაზრდაზე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აშშ-ს უკვე აქვს საშუალო და ზედა საშუალო კლასის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი.

„დავასრულეთ ძალიან კარგი შეხვედრა აშშ-ის უმსხვილეს თავდაცვის მწარმოებელ კომპანიებთან, სადაც განვიხილეთ წარმოება და წარმოების გრაფიკები. ისინი შეთანხმდნენ „გამორჩეული კლასის“ იარაღის წარმოების ოთხჯერ გაზრდაზე, რადგან ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ რაოდენობის უმაღლეს დონეს. ეს პროცესი სამი თვით ადრე დაიწყო და ამ იარაღის წარმოების პროცესი უკვე მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საშუალო და ზედა საშუალო კლასის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი, რომელსაც, მაგალითად, ირანში ვიყენებთ და ახლახან ვენესუელაში გამოვიყენეთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ასევე გავზარდეთ შეკვეთები ამ დონეზე“, – წერს ტრამპი

1tv.ge