G20-ის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ინფლაცია არგენტინაში, თურქეთსა რუსეთშია. Tradingeconomics.com-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში არგენტინაში ინფლაციის დონემ 276%-ს მიაღწია, თურქეთში - 67%-ს, რუსეთში - 7.7%-ს. ეკონომიკური პორტალი აღნიშნულ ქვეყნებში ინფლაციას პანდემიის პიკის დროს არსებულ ამავე მაჩვენებელს ადარებს და წერს, რომ 2022 წლის ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელი თურქეთში 85.5% იყო და ხოლო პანდემიის პიკში რუსეთში - 17.8%.

Tradingeconomics.com-ის მიხედვით, პანდემიის დროს ინფლაცია მაღალი 11.8% იყო იტალიაში - რაც ახლა 0.8%-მდეა შემცირებული; ბრაზილიაში აღნიშნული მაჩვენებელი 12.1%-დან - 4.5%-მდე შემცირდა, დიდ ბრიტანეთში 11.1%-დან 3.4%-მდე, ესპანეთში - 10.8%-დან 2.8%-მდე.

პორტალის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, პანდემიის შემდეგ ინფლაცია G20-ის ყველა ქვეყანაში შესუსტდა. მაგალითისთვის - 20%-ითაა შემცირებული თურქეთში, 10%-ით რუსეთში, 8%-ით ესპანეთში და 211%-ით იტალიაში.

Tradingeconomics.com-ის მონაცემებით, G20-ის ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებელი პანდემიასა და 2024 წლის თებერვალში ასეთია:

ქვეყანა / ინფლაცია (2024 წლის თებერვალი) / ინფლაცია COVID-ის პიკის დროს

არგენტინა - 276.0% -- --

თურქეთი - 67.1% - 85.5% - ოქტომბერი 2022 წელი;

რუსეთი - 7.7% - 17.8% - აპრილი 2022 წელი;

სამხრეთ აფრიკა - 5.6% - 7.8% - ივლისი 2022 წელი;

ინდოეთი - 5.1% - 7.8% - აპრილი 2022 წელი;

ბრაზილია - 4.5% - 12.1% - აპრილი 2022 წელი;

მექსიკა - 4.4% - 8.7% - სექტემბერი 2022 წელი;

ავსტრალია - 4.1% - 7.8% - დეკემბერი 2022 წელი;

გაერთიანებული სამეფო - 3.4% - 11.1% - ოქტომბერი 2022 წელი;

შეერთებული შტატები - 3.2% - 9.1% - ივნისი 2022 წელი;

სამხრეთ კორეა - 3.1% - 6.3% - ივლისი 2022 წელი;

საფრანგეთი - 3.0% - 6.3% - თებერვალი 2023 წელი;

კანადა - 2.8% - 8.1% - ივნისი 2022 წელი;

იაპონია - 2.8% - 4.3% - იანვარი 2023 წელი;

ესპანეთი - 2.8% - 10.8%  - ივლისი 2022 წელი;

ინდონეზია - 2.8% - 6% - სექტემბერი 2022 წელი;

გერმანია - 2.5% - 8.8% - ნოემბერი 2022 წელი;

საუდის არაბეთი - 1.8% - 6.2% - ივნისი 2021 წელი;

იტალია - 0.8% - 11.8% - ოქტომბერი 2022 წელი;

ჩინეთი - 0.7% - 2.8% - სექტემბერი 2022 წელი.