როგორც Financial Times წერს, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აქტიურად მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ Nord Stream-ის გაზსადენებზე სანქციების დაწესების ინიციატივას, რათა "აშშ-ს და რუსეთის მხრიდან გაზსადენის ამოქმედების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთოს".

მიმდინარე კვირის დასაწყისში, მერციხ მთავრობამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის ფარგლებში  Nord Stream-ის გაზსადენების გამოყენების აკრძალვას. FT წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით მერცს სურდა Nord Steam-ის შესაძლო ხელახალი ამოქმედების ირგვლივ შიდა დისკუსიები შეეჩერებინა.

ამასთან, Financial Times-თან საუბარში საკითხის მცოდნე ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ Nord Stream-ის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა "მერცს პოტენციურად პოლიტიკურ პრობლემას მოუხსნის".

კიდევ ერთმა წყარომ კი გამოცემას უთხრა, რომ მერცი ამ ნაბიჯით საკითხის "ევროპიზაციას" ცდილობს, "რათა ბერლინი არ აღმოჩნდეს მარტო აშშ-ს ან რუსეთის მხრიდან ზეწოლის პირისპირ".

წყარო: tabula.ge