ამერიკული Ford Motor-ი მომავალი კვირების განმავლობაში თანამშრომლების დათხოვნის ახალ რაუნდს იწყებს, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

შემცირება შეიძლება მომავალი კვირიდან დაიწყოს, თუმცა, რამდენი ადამიანის დატოვეს Ford Motor-ს , ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„გლობალური საკადრო პოლიტიკა ჩვენს სამომავლო ბიზნეს გეგმასთან და, ინდუსტრიის განვითარების პირობებში, ხარჯების კონკურენტ უნარიანობასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში“, - აცხადებს Ford-ის სპიკერი The Wall Street Journal-თან.

Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ ადრე აღნიშნა, რომ კომპანიამ კონკურენტებზე მეტი უნდა გააკეთოს, რომ ადეკვატური დანახარჯები შეინარჩუნოს. ათწლეულის მეორე ნახევარში Ford Motor-ი იმედოვნებს, რომ წლიური ხარჯები მინიმუმ 3 მლრდ დოლარით შემცირდება.

ხუთშაბათის დამატებით ვაჭრობაში ავტომწარმოებლის აქციები 0.1%-ით გაიზარდა.