Ford Explorer-ის ახალი ელექტრო კროსოვერი მთელ მსოფლიოში იმოგზაურებს. ამის შესახებ ფორდის ოფიციალურ ვებგვერდზეა საუბარი.
ელექტრომობილის მძღოლი ცნობილი ამერიკელი მოგზაური ლექსი ალფორდი იქნება, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა, ვინც მოინახულა მსოფლიოს ყველა ქვეყანა. მან რეკორდი 21 წლის ასაკში დაამყარა.
აღნიშნულია, რომ მოგზაურობა ალოჰა ვანდერველს მიეძღვნება. 1922 წელს ის გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც ფორდ T. Aloha-ით მსოფლიოს 43 ქვეყანაში იმოგზაურა.