პოლიტიკური არასტაბილურობისა და ქვეყნის მზარდი სახელმწიფო ვალის ფონზე, Fitch Ratings-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი „AA-“-დან „A+“-მდე შეამცირა.

ახალი რეიტინგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცუდია. რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილური“ რჩება.

Standard & Poor's–ისგან საფრანგეთის რეიტინგი „AA-“-ზეა „უარყოფითი“ პერსპექტივით, ხოლო Moody's–ის რეიტინგი „Aa3“-ზე „სტაბილური“ პერსპექტივით.

რეიტინგის დაქვეითება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს გადადგომიდან რამდენიმე დღეში მოხდა, მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა დაკარგა მკაცრი დაზოგვის ზომების შემცველი ბიუჯეტის კანონპროექტის მიღების მცდელობის შემდეგ.

ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნიუ დაინიშნა.

ვრცლად interfax – ზე