ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი 31-ე წევრი სახელმწიფო ოფიციალურად გახდა, — ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„ფინეთი უკვე ნატოშია! გილოცავთ! ამიერიდან ალიანსში 31 ქვეყანაა. ძლიერი პარტნიორები არიან გარანტი პოლონეთის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის,“ - წერს ტვიტერში პოლონეთის პრემიერი.
ალიანსში ფინეთის გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება.
„ნატოს შტაბ-ბინაზე პირველად აღვმართავთ ფინეთის დროშას. ეს იქნება კარგი დღე ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატოსთვის, ამის შედეგად ფინეთი უფრო უსაფრთხო იქნება,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა.