ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ჯონ სლეიდის დანიშვნა გამოაცხადა.
სლეიდი, რომელიც 2014 წლიდან მსახურობდა გამოცემის მთავარი კომერციული დირექტორის თანამდებობაზე, ახალ თანამდებობაზე მუშაობას ივლისის დასაწყისში შეუდგება. ის პასუხისმგებელია FT-ის ბიზნეს სეგმენტებზე, რომლებიც შეადგენს მისი შემოსავლის სამ მეოთხედს. როგორც თავად გაზეთი წერს, მისი ხელმძღვანელობით გამოცემის სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა სექტორის საერთო კლების მიუხედავად და გასული ათწლეულის განმავლობაში გაზეთის აბონენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა.
ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ რიდინგმა, რომელიც კომპანიას თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას გამოაცხადა წასვლა. რიდინგი გამოცემაში 35 წელი მუშაობდა მან კარიერა დაიწყო ახალი ამბების რედაქტორად.