ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრესტიჟული პრემიის The Best-2024-ის დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ დაწერა ესპანურმა გაზეთმა AS-მა.
წყაროს ცნობით, ფიფამ ამგვარი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ არ არსებობს თავისუფალი თარიღები როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა საფეხბურთო კალენდარში.
გარდა ამისა, ორგანიზატორებს არ სურთ შარშანდელი ცერემონიისას მომხდარის გამეორება. 2023 წლის დაჯილდოვების გალა-საღამოს არ ესწრებოდა მამაკაცთა საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციის არც ერთი ფინალისტი.
The Best-2024-ის გამარჯვებულებს 17 დეკემბერს გამოაცხადებენ.