პირველი მთლიანად ელექტრო Ferrari ბაზარზე 2025 წლის შემდეგ გამოჩნდება. ამჟამად კომპანია აშენებს ქარხანას, სადაც მანქანას ააწყობენ.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Ferrari წარმოების დასაწყებად 2024 წლის ივნისში იქნება მზად.

ელექტრო მანქანების გარდა, Ferrari აწარმოებს ჰიბრიდებს, ტრანსმისიის კომპონენტებს და შემდეგი თაობის ელექტრო გადამცემებს.

ამჟამად, კომპანიის გაყიდვების 35% ისეთ ჰიბრიდულ მოდელებზე მოდის, როგორიცაა 296 GTB და SF90. ბრენდის განვითარების გეგმის მიხედვით, ელექტრომობილები და ჰიბრიდები 2026 წლისთვის გაყიდვების 60% დაიკავებს, ხოლო 2030 წლისთვის - 80%-ს.

ასევე ათწლეულის ბოლოსთვის Ferrari გეგმავს გახდეს კომპანია ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვით.

რაც შეეხება ბრენდის ელექტრიფიკაციას, ტოპ მენეჯერის თქმით, შესაძლოა ახალი Purosangue-ის კროსოვერის ჰიბრიდული ვერსია გამოჩნდეს. მოდელს ექნება V12 ბენზინის ძრავა 725 ცხ.ძ. (716 ნმ). მაგრამ ელექტრო მანქანების მოსვლასთან ერთად, Ferrari-ს ჰიბრიდების წარმოების მიტოვებას არ გეგმავს. 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, ისინი ყველა ელექტრიფიცირებული მოდელის გაყიდვების ნახევარს შეადგენენ.

კომპანია ასევე გეგმავს ტრადიციული შიდა წვის ძრავის ავტომობილების წარმოებას რაც შეიძლება დიდხანს, მათ შორის ელექტრონული საწვავის ხარჯზე.