ფერმერებმა პარიზის მახლობლად ტრაქტორებით მთავარი გზები გადაკეტეს და ეროვნული ასამბლეის შენობასთან აქცია გამართეს.

ისინი მოითხოვენ, რომ ფერმერების მიმართ შეზღუდვების მოხსნის შესახებ კანონპროექტი დეპუტატებმა ცვლილებების გარეშე მიიღონ.

ფერმერთა გაერთიანების, FNSEA-ს თქმით, რეგულაციების გამარტივება საჭიროა, რათა ფრანგული სოფლის მეურნეობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

„ჩვენ ვთხოვთ დეპუტატებს, სერიოზულად მოეკიდონ და კანონპროექტი ისე მიიღონ, როგორც არის“, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მწვანეებისა და მემარცხენე პარტიების დეპუტატები კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ეს კანონი გარემოს დაცვას ვერ უზრუნველყოფს და მავნე პესტიციდების გამოყენებას აადვილებს. კანონპროექტი აადვილებს მეცხოველეობის ფერმებისა და ირიგაციის რეზერვუარების მშენებლობის ნებართვების მიღებას – ფერმერებს აღარ მოუწევთ რთული ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. ასევე, კანონპროექტი მოიცავს ნეონიკოტინოიდის ხელახალ ლეგალიზაციას, რომელსაც შაქრის ჭარხლის მოსავლისთვის იყენებენ. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს პესტიციდი ფუტკრებისთვის მავნეა.

პირველი არხი