აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ თუ კონგრესი არ გაზრდის ან არ შეაჩერებს ვალის ლიმიტს, 1 ივნისს აშშ-ს საკუთარი ანგარიშების დასაფარად ფული ამოეწურება.

როგორც The New York Times-ი წერს, იელენის უწყება ადრეც აცხადებდა, რომ ე.წ. X თარიღი შეიძლება დადგეს 1 ივნისს, რის შემდეგაც ფედერალური მთავრობა შესაძლოა დეფოლტის წინაშე დადგეს.

კონგრესმენებისადმი გაგზავნილ წერილში იელენმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტობრივმა თარიღმა, როდესაც ფედერალურ მთავრობას შესაძლოა ნაღდი ფული ამოეწუროს, შესაძლოა რამდენიმე დღით გადაიწიოს. მისივე თქმით, ეს არის ბოლო გაფრთხილება მთავრობის არამდგარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.