ევროზონაში უმუშევრობის დონე იანვარში 6,2%-ზე დარჩა, იტყობინება ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური.

კორექტირებული მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში ის ასევე 6,2% იყო და არა 6,3%, როგორც ადრე იყო გამოცხადებული. ეს ნიშნავს, რომ უმუშევრობა ზედიზედ მეოთხე თვეა რეკორდულ დაბალ დონეზე რჩება.

Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები საშუალოდ ვარაუდობდნენ, რომ უმუშევრობის დონე 6.3%-ზე შენარჩუნდებოდა. 

შედარებისთვის, 2024 წლის იანვარში უმუშევრობამ 6,5% შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა რეგიონში იანვარში წინა თვესთან შედარებით 42 ათასით შემცირდა - 10,655 მლნ.–მდე.

უმუშევარი ახალგაზრდების წილი (25 წლამდე მოსახლეობა) დეკემბრის 14,4%-დან 14,1%-მდე შემცირდა.

უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ევროზონის უმსხვილეს ქვეყნებს შორის დაფიქსირდა გერმანიაში (3.5% დეკემბრის 3.4%-ის წინააღმდეგ), ხოლო ყველაზე მაღალი ესპანეთში (10.6% 10.7%-ის წინააღმდეგ).

მთლიანობაში ევროკავშირში უმუშევრობამ იანვარში 5,8% შეადგინა, წინა სამი თვის ანალოგიურად. 2024 წლის იანვარში ის 6.1% იყო.

წყარო: interfax