ევროზონაში საცალო გაყიდვები ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა – ინფორმაციას „ევროსტატი“ ავრცელებს.

ანალიტიკოსები Trading Economics-ის მონაცემებით, საშუალოდ 0.3%-იან კლებას პროგნოზირებდნენ.

სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები გასულ თვეში 0,1%-ით გაიზარდა. ამასთან, არასასურსათო პროდუქციის (ძრავის საწვავის გარეშე) გაყიდვები შემცირდა 0,9%-ით, ხოლო საავტომობილო საწვავი - 0,3%-ით.

ოქტომბერში საცალო გაყიდვები 1,9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინა თვეში შესწორებული 3%-იანი ზრდის შემდეგ.

ევროკავშირში გაყიდვები თვის ჭრილში, 0,3%-ით შემცირდა, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით და 2.1%-ით გაიზარდა.

interfax