ევროკავშირის სასამართლოს (CJEU) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურის დროს ავღანელი ქალის მიერ თავისი ეროვნების და სქესის მითითება საკმარისი საფუძველი გახდება იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის დევნის ქვეშ აღმოჩნდეს. „თალიბანის“ რეჟიმის მიერ ქალების მიმართ მიღებული დისკრიმინაციული ზომები დევნის აქტებს (acts of persecution) წარმოადგენს“, -აცხადებს ევროკავშირის სასამართლო.

ეს ვერდიქტი CJEU-მ მას შემდეგ გამოიტანა, რაც ორმა ავღანელმა ქალმა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ავსტრიის უარი გააპროტესტა

სწორედ ავსტრიის სასამართლომ მიმართა ევროსასამართლოს იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა დისკრიმინაციული ზომები, ზოგადად, დევნის აქტებად შეფასებულიყო.

ავღანელი ეროვნების ორმა ქალმა ავსტრიის სასამართლოებში ამ ქვეყნის ხელისუფლების უარი გაასაჩივრა, რომელიც მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ავღანეთში, „თალიბანის“ ახალი რეჟიმის პირობებში, ქალების მდგომარეობა ამ სტატუსის მინიჭებას თავისთავად ამართლებს.

იძულებითი ქორწინება ან ძალადობისგან დაცვის არარსებობა დევნის აქტს წარმოადგენს

სასამართლოს განმარტებით, „თალიბანის“ რეჟიმის ზოგიერთი ღონისძიება თავისთავად უნდა იყოს კვალიფიცირებული, როგორც „დევნის აქტი“, რადგან ისინი ფუნდამენტური უფლების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით ეხება იძულებით ქორწინებას, ასევე გენდერული და ოჯახში ძალადობისგან დაცვის არარსებობას.

ცალკე აღებული სხვა ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტური უფლების საკმარის დარღვევად იმისთვის, რომ ისინი „დევნის აქტებად“ იყოს მიჩნეული. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ზომები, მთლიანობაში აღებული, წარმოადგენს ასეთ („დევნის“) აქტებს, მათი მაკუმულირებელი ეფექტისა და სისტემატური გამოყენების გამო.

ევროკავშირის სასამართლოს (CJEU) მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, ამიერიდან, ყველა ევროპულ სახელმწიფოს შეეძლება ავღანელი ქალებისთვის თავშესაფრის მიცემა მათი მხოლოდ ეროვნებისა და სქესის გათვალისწინებით.

წყარო: "საზმაუ"