ევროკავშირის პოლიციის სამსახურმა (ევროპოლმა), ცხრა ქვეყანასთან კოორდინაციით, უკანონო ბაზრის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა და 288 ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ნარკოტიკების გაყიდვაში ან შეძენაში, ნათქვამია ევროპოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„288 მომწოდებელი და მყიდველი, რომლებიც მონაწილეობდნენ აკრძალული საქონლის გაყიდვაში, დააკავეს ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
საერთო ჯამში, პოლიციამ დააკავა 153 ადამიანი აშშ-ში, 55 - დიდ ბრიტანეთში, 52 - გერმანიაში, 10 - ნიდერლანდებში, 9 - ავსტრიაში, 5 - საფრანგეთში, 2 - შვეიცარიაში, 1 - პოლონეთში და 1 - ბრაზილიაში.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია 50,8 მლნ ევროზე მეტი ნაღდი ფული და ციფრული ვალუტა, 117 ცეცხლსასროლი იარაღი და 850 კგ ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ამფეტამინი, კოკაინი, MDMA და LSD. პოლიციამ ასევე მოიპოვა წვდომა მყიდველების გაფართოებულ სიაზე, რამაც ახლა შესაძლოა, მთელს მსოფლიოში, ათასობით კლიენტის საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობოს.
ოპერაცია, სახელწოდებით SpecTor ცხრა ქვეყანაში განხორციელდა და დამატებითი ოპერაციების სერიისგან შედგებოდა.