ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ ბანკი საპროცენტო განაკვეთს მანამდე გაზრდის, სანამ ინფლაცია არ შემცირდება.

მისი თქმით, მაღალი საპროცენტო განაკვეთი იმ დროით შენარჩუნდება, რამდენიც ინფლაციის დასასტაბილურებლად იქნება საჭირო.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გასულ თვესაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მაისში ინფლაციის თითქმის 1%-ით შემცირებისა, განაკვეთი მაინც გაიზრდებოდა. 

2022 წლის ივლისში რეკორდულად მაღალი ინფლაციის დაფიქსირების შემდეგ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდა. ევროპარლამენტის ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის საქმეთა კომიტეტისათვის წარდგენილ მოხსენებაში კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ფასების შემცირების ტრენდისა, ინფლაციის პიკის სარწმუნო ნიშნები ჯერ კიდევ არ იკვეთება.