ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გამოაქვეყნა 2026 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზი და სამი ალტერნატიული სცენარი ახლო აღმოსავლეთში ომის ევროზონის ეკონომიკაზე შესაძლო გავლენის შესახებ.

საბაზისო პროგნოზით, მარეგულირებელი ვარაუდობს, რომ ნავთობისა და გაზის ფასები პიკს 2026 წლის მეორე კვარტალში მიაღწევს (დაახლოებით 90 აშშ დოლარი ბარელ ნავთობზე და 50 ევრო გაზის მეგავატ/სთ-ზე), რის შემდეგაც ისინი თანდათან შემცირდება. თუმცა, ამ სცენარიდანაც კი მოსალოდნელია ინფლაციური ზეწოლის გაძლიერება 2026 წელს ენერგეტიკული შოკის გამო.

ნეგატიურ სცენარში, ევროპის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდების ნაწილობრივ შეფერხებას. ამან შეიძლება ნავთობის ფასი თითქმის 120 დოლარამდე გაზარდოს ბარელზე, ხოლო გაზის ფასი 90 ევრომდე მეგავატ/სთ-ზე. მძიმე კრიზისის სცენარში ფასები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს - ნავთობის შემთხვევაში 150 დოლარამდე ბარელზე, ხოლო გაზის შემთხვევაში 110 ევრომდე მეგავატ/სთ-ზე.

მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ენერგეტიკული შოკი ინფლაციის დაჩქარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, განსაკუთრებით 2026 წელს, როდესაც ფასების ზრდამ შესაძლოა პიკს მიაღწიოს.

ირანში შექმნილი ვითარების ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ევროზონის ინფლაციამ შესაძლოა პიკს 6.3%-მდე მიაღწიოს 2027 წლის პირველ კვარტალში.

ვრცლად liga.net – ზე