ირლანდიის თვალწარმტაცი სანაპირო ზოლიდან დაწყებული ისლანდიის ჩანჩქერით დამთავრებული, გერმანული ალპებიდან დუნაის ნაპირებამდე, ბევრი თვალწარმტაცი მარშრუტია მანქანით მოგზაურობის მოყვარულთათვის. ჩვენ 7 მათგანს გთავაზობთ:
1. ველური ატლანტიკის გზა, ირლანდია
ეს დაახლოებით 2600 კილომეტრიანი სანაპიროს გზაა, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთით ინიშოვენის ნახევარკუნძულიდან სამხრეთით კინსალემდე. ბილიკი დაყოფილია 14 პოტენციურ გაჩერებადაა დაყოფილი - დონეგალ თაუნში, გოლვეიში, კილკსა და დასავლეთ კორკში.
გზად ტურისტები შეხვდებიან ირლანდიის ყველაზე თვალწარმტაცი პეიზაჟებს და ბუნებრივ ატრაქციონებს, მათ შორის Word League Coast-ს და Moher-ის კლდეებს.
2. რომიდან ნეაპოლამდე ამალფის სანაპიროზე, იტალია.
ამალფის სანაპიროს გარშემო არსებული გზები მთელ იტალიაში ყველაზე თვალწარმტაცად ითვლება.
უფრო გრძელი მოგზაურობის მოყვარულებს შეუძლიათ დაიწყონ მოგზაურობა რომიდან, სანაპიროს გავლით, ნეაპოლისკენ. გზად შეგიძლიათ გააჩეროთ სალერნოში, პომპეიში, პოზიტანოში, სორენტოსა და ამალფში.
3. ისლანდიის წრიული გზა
1300 კილომეტრზე მეტი სიგრძის მარშრუტი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში იწყება და მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა საქონლის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტია, მას ფართოდ იყენებენ ტურისტები, რომლებიც ეძებენ იოლად მისასვლელ გზას ქვეყნის ზოგიერთი საოცარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის სანახავად.
სულ ცოტა, ერთი კვირა დაგჭირდებათ ყველაზე საინტერესო ლოკაციების (ჩანჩქერები, მყინვარები, მთები და ჩრდილოეთის შუქები) სანახავად.
4. დუბროვნიკიდან პულაში, ხორვატია
დაახლოებით 750 კილომეტრის სიგრძის მარშრუტი გადის ხორვატიის სანაპიროების უმეტეს ნაწილზე. მარშრუტის დაწყება შეგიძლიათ დუბროვნიკის ცნობილ ძველ ქალაქში გასეირნებით და ახლომდებარე პლაჟებზე დასვენებით. გზად შეგიძლიათ გაჩერება სპლიტში, ზადარში, რიეკაში და პულაში.
5. ბილბაოდან მენტონამდე, ესპანეთი/საფრანგეთი
მარშრუტი ბილბაოში ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე იწყება, კვეთს სამხრეთ საფრანგეთს პირენეებს და რივიერას სამხრეთ სანაპიროზე მთავრდება.
ესპანური მონაკვეთი მოკლეა, მაგრამ სასიამოვნო - გარდა ბილბაოს მშვიდი ბასკური სტუმართმოყვარეობისა, შეგიძლიათ ნახოთ სან სებასტიანის პლაჟები და მისი მსოფლიოში ცნობილი სამზარეულო. საფრანგეთში შეგიძლიათ გაჩერდეთ ტულუზაში, მონპელიეში, მარსელში, ავინიონსა და ნიცაში.
6. ბრაგადან ფაროში, პორტუგალია
ეს მარშრუტი დაახლოებით 690 კმ-ზეა გადაჭიმული და საშუალოდ 7 საათი სჭირდება. მარშრუტზე პორტუგალიის ბევრი სანახაობა შეგხვდებათ, ამიტომ მოგზაურობა შეიძლება ერთი კვირას ან მეტ ხანს გაგრძელდეს.
7. ვენიდან ჟენევამდე მიუნხენის გავლით, ავსტრია/გერმანია/შვეიცარია
მოგზაურობა ვენაში იწყება, დასავლეთით გერმანიაში გრძელდება და შვეიცარიაში სრულდება და 1000 კილომეტრზეა გათვლილი. პირველი გაჩერება არის ზალცბურგი, შემდეგი - მიუნხენი.