ევროკავშირში თითქმის ყოველი მეორე (48,3%) ახალი მანქანა არის ჰიბრიდული ან ელექტრო. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო (Eurostat) შარშან რეგისტრირებული მანქანების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამრიგად, ახლა ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილები ოდნავ მეტია, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივები - 48,8%. დანარჩენი მოძრაობს ალტერნატიულ საწვავზე (მაგალითად, წყალბადი ან ბიოსაწვავი).

ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტრო ახალი სამგზავრო მანქანების წილი უკვე 50%-ზე მეტია. ლიდერები იყვნენ ფინეთი (78%), შვედეთი (69%) და ნიდერლანდები (68%).

ყველაზე ნაკლები ელექტრომობილებს და ჰიბრიდებს ყიდულობენ ბულგარეთში (7%), ჩეხეთში (20%) და ხორვატიაში (28%).