საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტი (ASAP), რომელიც შემუშავებულია ევროკავშირში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდის მიზნით, ძალაში შევიდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
აქტის მიზანია, საარტილერიო საბრძოლო მასალის, რაკეტებისა და მათი კომპონენტების ამჟამინდელი დეფიციტის აღმოსაფხვრელად ევროკავშირის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა.
აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 500 მილიონი ევროს დაფინანსება.
ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის რეგულაციის პროცედურა 20 ივლისს დასრულდა. როგორც რეგულაციის საბოლოო ვერსიიდან ირკვევა, ის ძალაში 2025 წლის 30 ივნისამდე იქნება.
აქტის თანახმად, წარმოებული საბრძოლო მასალა უკრაინასაც მიეწოდება.