ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემები, ელექტრომობილები (BEVs) სწრაფად იპყრობს ევროკავშირის საავტომობილო ბაზარს, ხოლო ჰიბრიდულ - ელექტრო მოდელები კვლავ ყველაზე პოპულარულ კატეგორიად რჩება. 

ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში გასულ წელთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა, თუმცა აგვისტოში 5.3%-ით გაიზარდა. იანვრიდან აგვისტომდე ელექტრომობილების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა.

„ელექტრომობილების ბაზრის წილი 2025 წლის აგვისტოში 15.8% იყო, რაც მწვანე გარდამავალი პერიოდის ამ ეტაპზე საჭირო მაჩვენებელზე ჯერ კიდევ დაბალია. ჰიბრიდული ავტომობილები მყიდველებს შორის ყველაზე პოპულარულ ტიპად რჩება“, - ნათქვამია ACEA-ს პრესრელიზში.

ელექტრომობილების ბაზრის წილი 15.8%-მდე გაიზარდა, რაც წინა წლის 12.6%-თან შედარებით მეტია. ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე 16.4%-ით გაიზარდა.

წლის პირველ რვა თვეში ახლად რეგისტრირებული ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების რაოდენობა შესაბამისად 19.7%-ით და 25.7%-ით შემცირდა.

ვრცლად euronews – ზე