ევროკავშირმა უკრაინასთან უვიზო სატრანსპორტო მიმოსვლა ნახევარი წლით, 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
როგორც ევროკომისიის ვებგვერდზეა აღნიშნული, სატვირთო გადაზიდვებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს და მისი მიზანია, უკრაინას გაუმარტივოს ევროკავშირისა და მსოფლიო ბაზრებზე წვდომა.
ბრიუსელის ცნობით, 2022 წლის 29 ივნისს შეთანხმების ამოქმედების შემდეგ უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
შეთანხმება დღეს მეოთხედ გახანგრძლივდა.