ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი 2027 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ჟურნალში გამოქვეყნებულ რეზოლუციაში.

რეზოლუცია კრძალავს ევროკავშირის ქვეყნების და ბიზნესების, ეკონომიკური და სხვა სახის კონტაქტების დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან.

„შემზღუდავი ზომების შესახებ 2022 წლის №266 გადაწყვეტილება უნდა გაგრძელდეს 2027 წლის 24 თებერვლამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა განმარტა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს „კავშირის მიერ დაწესებული ყველა ზომის ძალაში შენარჩუნებას“.

გადაწყვეტილება ძალაში შევა ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს, ანუ 2026 წლის 24 თებერვალს.