ევროკავშირმა მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი ავრცელებს.

კერძოდ, სანქციები მოლდაველ გაქცეულ ოლიგარქებს ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს, “შორის” პარტიის ერთ-ერთ დეპუტატს მარინა ტაუბერს, პოლიციის გენერალური ინსპექტორატის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს გეორგე კავკალიუკს (მოლდოვაში ძებნაშია გამოცხადებული), და რუს ბიზნესმენ იგორ ჩაიკას შეეხო.

შეზღუდვების თანახმად, სანქცირებული პირების ევროკავშირის იურისდიქციაში მყოფი აქტივები გაიყინება და ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ან სანქციებს შეერთებული სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მოხვედრას.