ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ბრიუსელში გამართულ სამუშაო სადილზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდს აცნობეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ე.წ. „ჯერ გაწევრიანების, შემდეგ ინტეგრაციის“ გეგმას.

დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა გეგმის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას იჭერს.

ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, გეგმა, რომელიც 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს, „წინ არ მიიწევს“.

„გვსურს უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ გაწევრიანების დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე უარს ვერ ვიტყვით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.