ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ენერგეტიკული კომპანიების ჭარბ მოგებაზე გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ავსტრიის ფინანსთა მინისტრების მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს ინიციატივა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული საწვავის ფასების ზრდის ფონზე გაჩნდა.
პარასკევს, ევროკავშირის კლიმატის კომისრის, ვოპკე ჰუკსტრასადმი გაგზავნილ წერილში მინისტრებმა გაიხსენეს მსგავსი საგანგებო გადასახადი, რომელიც 2022 წელს შემოიღეს ენერგორესურსების მაღალი ფასების შესამცირებლად.