გერმანია, დანია, ავსტრია, საბერძნეთი და ნიდერლანდები მომავალ წელს რუანდაში მიგრანტების დეპორტაციის ცენტრს, ე.წ. „დაბრუნების ცენტრს“, გახსნიან, - ინფორმაციას BBC-ი აღნიშნული ქვეყნების მთავრობების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნებმა განმარტეს, რომ სქემა გავრცელდება მათ ქვეყნებში არალეგალურად მყოფ მიგრანტებზე, რომლებიც დეპორტაციას ექვემდებარებიან. დეპორტირებულებს შესაძლებლობა ექნებაღ რუანდის საზოგადოებაში ინტეგრირდნენ ან მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდნენ.
სქემა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ამოწურეს თავიანთი კანონიერი გზები ხუთ ქვეყანაში დარჩენისთვის.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ არ გამორიცხა, რომ სქემას შეუერთდნენ და განაცხადა, რომ მას „ინტერესით“ დააკვირდებიან.
ხუთი ქვეყანა აცხადებს, რომ მიგრანტების საზღვარგარეთ გაგზავნის გეგმა შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართალს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების თქმით, შესაძლოა, ეს მიგრანტთა უფლებებს არღვევდეს.