აქამ­დე არა­მი­წი­ე­რი სი­ცო­ცხლის ძი­ე­ბა ძი­რი­თა­დად დე­და­მი­წის მსგავს პლა­ნე­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა მკვლევ­რე­ბი სულ უფრო ხში­რად იყუ­რე­ბი­ან სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და მო­უ­ლოდ­ნელ კუ­თხე­ებ­ში. ყი­ნულ­ქვე­შა ოკე­ა­ნე­ე­ბი­დან და ვე­ნე­რას ღრუბ­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, “ვარ­სკვლავ­თმფრე­ნი“ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის კვა­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - მეც­ნი­ე­რე­ბი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად სრუ­ლი­ად ახალ მე­თო­დებ­სა და ლო­კა­ცი­ებს იყე­ნე­ბენ.

  • სი­ცო­ცხლე ღრუბ­ლებ­ში?

აქამ­დე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ სი­ცო­ცხლის­თვის გა­მო­სა­დე­გი პლა­ნე­ტე­ბი თხე­ვა­დი წყლით, ხმე­ლე­თი­თა და მზის მსგავ­სი ვარ­სკვლა­ვით უნდა ხა­სი­ათ­დე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ბი­ო­ლოგ ლისა კალ­ტე­ნე­გე­რის თქმით, მეც­ნი­ე­რე­ბი აფარ­თო­ე­ბენ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­ზღვრებს, რათა სი­ცო­ცხლის არ­ცერ­თი შე­საძ­ლო ნი­შა­ნი არ გა­მო­ე­პა­როთ.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი ლო­კა­ცია ვე­ნე­რა აღ­მოჩ­ნდა. 2020 წელს ას­ტრო­ნო­მებ­მა ვე­ნე­რას ატ­მოს­ფე­რო­ში გაზ ფოს­ფი­ნის არ­სე­ბო­ბის ნიშ­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფოს­ფი­ნი შე­საძ­ლოა ვულ­კა­ნურ­მა პრო­ცე­სებ­მაც წარ­მოქ­მნას, დე­და­მი­წა­ზე მას ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბიც გა­მო­ყო­ფენ.

რო­გორც ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის ას­ტრო­ნო­მი დეივ კლე­მენტსი აღ­ნიშ­ნავს, ვე­ნე­რა­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის იდეა ჯერ კი­დევ 1960-იან წლებ­ში ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ერ­მა კარლ სა­გან­მა წა­მო­ა­ყე­ნა. ვე­ნე­რას ზე­და­პირ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა 400°C-ს აღ­წევს, ხოლო ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვა დე­და­მი­წის ოკე­ა­ნის ფსკე­რის წნე­ვის ტო­ლია. თუმ­ცა, პლა­ნე­ტის ზე­და­პი­რი­დან 55-65 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა და წნე­ვა მზის სის­ტე­მა­ში დე­და­მი­წას­თან ყვე­ლა­ზე მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია. სწო­რედ ამ ღრუბ­ლებ­ში მცუ­რავ მიკ­რო­ბებს შე­უძ­ლი­ათ იარ­სე­ბონ და ფოს­ფი­ნი გა­მო­ყონ.

ამ ჰი­პო­თე­ზის შე­სა­მოწ­მებ­ლად რამ­დე­ნი­მე კოს­მო­სუ­რი მი­სია იგეგ­მე­ბა:

  • Verve მი­სია: დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ და­გეგ­მი­ლი მცი­რე აპა­რა­ტი ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს 2031 წლის Envision მი­სი­ას გაჰ­ყვე­ბა, შევა ვე­ნე­რას ელიფ­სურ ორ­ბი­ტა­ზე და ატ­მოს­ფე­რო­ში ფოს­ფი­ნის, ამი­ა­კი­სა და წყალ­ბა­დის კვალს მო­ი­ძი­ებს.
  • Morning Star მი­სია: ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Rocket Lab-ისა და MIT-ის ერ­თობ­ლი­ვი ზონ­დი, რო­მე­ლიც ფლუ­ო­რეს­ცენ­ცი­ის მე­თო­დით ვე­ნე­რას ღრუბ­ლებ­ში სი­ცო­ცხლის ნიშ­ნებს მო­ძებ­ნის. უსი­ცო­ცხლო ჯუჯა პლა­ნე­ტა ცე­რე­რა და მი­წის­ქვე­შა ოკე­ა­ნე­ე­ბი

არა­მი­წი­ე­რი სი­ცო­ცხლის ძი­ე­ბის კი­დევ ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ად­გი­ლი ჯუჯა პლა­ნე­ტა ცე­რე­რაა, რო­მე­ლიც მარსსა და იუ­პი­ტერს შო­რის ას­ტე­რო­იდ­თა სარ­ტყელ­ში მდე­ბა­რე­ობს. იგი მთვა­რე­ზე ოთხჯერ მცი­რეა და გა­რეგ­ნუ­ლად სრუ­ლი­ად უსი­ცო­ცხლო ჩანს.

თუმ­ცა, NASA-ს კოს­მო­სურ­მა აპა­რატ­მა Dawn (2015-2018 წლებ­ში) ცე­რე­რას ზე­და­პირ­ზე კაშ­კა­შა ლა­ქე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც მა­რი­ლი­ან სი­თხეს წა­ა­გავს. 2025 წლის აგ­ვის­ტო­ში არი­ზო­ნას შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა სემ კურ­ვილ­მა წა­მო­ა­ყე­ნა ჰი­პო­თე­ზა, რომ წარ­სულ­ში ცე­რე­რა შე­საძ­ლოა სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სი ყო­ფი­ლი­ყო.

მისი თქმით, ცე­რე­რას ჰქონ­და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტი - ნახ­შირ­ბა­დი, გო­გირ­დი, აზო­ტი, ჟანგბა­დი, ფოს­ფო­რი და წყა­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 2.5 მი­ლი­არ­დი წლის წინ, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იზო­ტო­პე­ბის (მა­გა­ლი­თად, კა­ლი­უმ-40-ის) დაშ­ლის შე­დე­გად, პლა­ნე­ტის წი­ა­ღი 500°C-მდე ცხელ­დე­ბო­და, რაც შიდა ოკე­ა­ნი­სა და სი­ცო­ცხლის წარ­მოქ­მნის­თვის საკ­მა­რის ენერ­გი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. დღე­ვან­დე­ლი კაშ­კა­შა ლა­ქე­ბი კი შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ მი­წის­ქვე­შა ოკე­ა­ნის ნარ­ჩე­ნე­ბი იყოს.

  • ყი­ნულ­ქვეშ და­მა­ლუ­ლი ოკე­ა­ნე­ე­ბი - ევ­რო­პა, ენ­ცე­ლა­დი და პლუ­ტო­ნი

მზის სის­ტე­მა­ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ყი­ნუ­ლის სქე­ლი ფე­ნის ქვეშ და­მა­ლუ­ლი ოკე­ა­ნე­ე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა. ამ­ჟა­მად იუ­პი­ტე­რის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა NASA-ს Europa Clipper-ი და ESA-ს Juice-ი, რომ­ლებ­მაც იუ­პი­ტე­რის თა­ნამ­გზავ­რე­ბის - ევ­რო­პა­სა და გა­ნი­მე­დეს ყი­ნულ­ქვე­შა ოკე­ა­ნე­ე­ბი უნდა შე­ის­წავ­ლონ.

გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სპექ­ტი­უ­ლია იუ­პი­ტე­რის თა­ნამ­გზავ­რი ევ­რო­პა, სა­დაც თხე­ვა­დი ოკე­ა­ნე ქა­ნე­ბით მდი­დარ ფსკერს ეხე­ბა, რაც მიკ­რო­ბე­ბის­თვის საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მო­მა­ვალ­ში მეც­ნი­ე­რე­ბი გეგ­მა­ვენ ევ­რო­პა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ზონ­დის გაგ­ზავ­ნას, რო­მე­ლიც კი­ლო­მეტ­რო­ბით სის­ქის ყი­ნულს გახ­ვრეტს და ოკე­ა­ნეს უშუ­ა­ლოდ მი­აღ­წევს.

  • პლა­ნე­ტი­დან პლა­ნე­ტა­ზე “მო­ხე­ტი­ა­ლე“ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი

ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტებ­ზე (სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბის გარ­შე­მო მოძ­რავ პლა­ნე­ტებ­ზე) სი­ცო­ცხლის ძი­ე­ბა ჯე­იმს ვე­ბის კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პით უკვე და­ი­წყო. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს Trappist-1 სის­ტე­მა, სა­დაც წი­თე­ლი ჯუჯა ვარ­სკვლა­ვის გარ­შე­მო დე­და­მი­წის ზო­მის 7 პლა­ნე­ტა მოძ­რა­ობს.

ტო­კი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ას­ტრო­ნომ ჰა­რი­სონ სმი­ტის თქმით, გან­ვი­თა­რე­ბულ­მა არა­მი­წი­ერ­მა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ამ შე­საძ­ლოა სა­კუ­თა­რი პლა­ნე­ტის რე­სურ­სე­ბი ამო­წუ­როს და სხვა პლა­ნე­ტებ­ზე გა­და­სახ­ლდეს. პლა­ნე­ტი­დან პლა­ნე­ტა­ზე “მო­ხე­ტი­ა­ლე“ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ატ­მოს­ფე­რუ­ლი ტე­რა­ფორ­მი­რე­ბის სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით.

თუ მე­ზო­ბელ პლა­ნე­ტებს იდენ­ტუ­რი ატ­მოს­ფე­რუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ეს შე­საძ­ლოა უცხოპ­ლა­ნე­ტუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მიერ ატ­მოს­ფე­როს ხე­ლოვ­ნუ­რად შეც­ვლის ნი­შა­ნი იყოს. ამ ჰი­პო­თე­ზის შე­მოწ­მე­ბას ESA-ს მო­მა­ვა­ლი ტე­ლეს­კო­პი Ariel-ი შეძ­ლებს, რო­მე­ლიც 2031 წლი­დან 1 000-მდე ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­როს შე­ის­წავ­ლის.

ambebi.ge