ევროკავშირი განიხილავს წევრ სახელმწიფოებში, ძირითადად ჩინეთიდან იმპორტირებული მცირე ზომის ამანათებისთვის 2 ევროს ოდენობის დამუშავების საფასურის შემოღებას. ამის შესახებ დასავლური მედიასაშუალებები, კერძოდ, Financial Times, POLITICO, Reuters და სხვები იუწყებიან.

ვაჭრობის კომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა ევროპარლამენტს განუცხადა, რომ ელექტრონული კომერციის პლატფორმებმა ყველა ამანათზე გადასახადი უნდა გადაიხადონ, რათა დაეხმარონ ევროკავშირს ევროპაში იაფი საქონლის მასიური შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეფჩოვიჩის მიერ ეროვნული მთავრობებისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, სიახლე 150 ევროზე ნაკლები ღირებულების ამანათებს შეეხება.

ამგვარად, მომხმარებლებისთვის პირდაპირ გაგზავნილ ამანათებზე, ხშირად ისეთი პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა ჩინური Temu და Shein, 2 ევროს ოდენობის საფასური დაწესდება. ევროკავშირის ქვეყნების საწყობებში გაგზავნილ საქონელზე 0.50 ევროს ოდენობის გადასახადი დაირიცხება.

ვრცლად liga.net–ზე