ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი განმარტებით, სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა.

„ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ურყევია“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით, 15 სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ipn.ge