ევროკავშირი სტრატეგიული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ და მიმწოდებელ ჩინურ კომპანიებს მალე სანქციებს დაუწესებს. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომში ჩინური კომპანიების მხრიდან რუსეთის მხარდაჭერაა. ევროპული მხარე ასევე განიხილავს დამატებითი სანქციების დაწესებას 45-ზე მეტი რუსული ნავთობგადამზიდი გემის წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება G7-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ამ კვირაში გასაჯაროვდება, მას შემდეგ რაც აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს იტალიაში შეხვდებიან. სანქციათა ახალი პაკეტი ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.

ამასთან, ევროკავშირი სანქციებს დააწესებს იმ კომპანიის მფლობელის წინააღმდეგ, რომელმაც ევროკავშირის სავაჭრო შეზღუდვები დაარღვია. , საუბარია ჰონკონგურ კომპანიაზე, რომელიც რუსეთს აკრძალულ მიკროელექტრონულ ტექნიკას აწვდის. ასევე, შეზღუდვები დაუწესდებათ ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებს.

ახალი სანქციების პაკეტი 50-ზე მეტი ფიზიკური და 30-მდე იურიდიული პირის დასანქცირებას ითვალისწინებს, კერძოდ, მათი აქტივების გაყინვას და სავიზო შეზღუდვებს. Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სიაში შედის: რუსული, სერბული, ირანული, ინდური, ტაილანდური, არაბული, ჩინური და ჰონკონგური კომპანიები. ევროკავშირი ასევე განიხილავს უკან დახევის მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის ცენტრალურ დეპოზიტარიუმებს განბლოკონ ნაწილი იმ თანხებისა, რომლებიც მათ მიერ ინახებოდა, რუსეთის სასამართლო პროცესების გამკაცრების ფონზე.