ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.

ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან იმუშაონ სირიის სახალხო კრებასთან [პარლამენტთან] და საერთო მიზნებისთვის იმუშაონ, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვისთვის ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომლებმაც აღიარეს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - ნათქვამია განცხადებაში.