ევროკავშირი ავტომწარმოებლებს დამატებით სამ წელს მისცემს CO2-ის შემცირების მიზნების მისაღწევად, რისთვისაც თავდაპირველად 2025 წელი იყო განსაზღვრული.

ევროკომისია შესაბამის წინადადებას ამ თვეში, მოგვიანებით შეიტანს, - განაცხადა მისმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„მიზნები იგივე რჩება, კომპანიებს მოუწევთ მათი დაკმაყოფილება“, - ნათქვამია ფონ დერ ლაიენის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ევროკომისიის ვებსაიტზე.

წყარო: interfax