ევროპის უდიდესმა ონლაინ ბიბლიოთეკამ, Europeana-მ, კოლაჟების შესაქმნელად წიგნი გამოსცა. „ევროპულსი“ წერს, რომ მასში შედის ძველი რუკები, ბოტანიკური ილუსტრაციები, ისტორიული ფოტოები და ნახატები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებიდან, ბიბლიოთეკებიდან და არქივებიდან. 

მასალების ამოჭრა, შერწყმა და შემოქმედებითად გამოყენება შესაძლებელია - როგორც ხელით, ასევე ციფრულად. წიგნი შესაფერისია როგორც პროფესიონალი მხატვრებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს რაღაც ახალი მოსინჯოს.

ბიბლიოთეკის ვებსაიტზე დამწყებთათვის ინსტრუქციებია: როგორ გავაკეთოთ კოლაჟი ხელით ან კომპიუტერზე. დასრულებული ნამუშევრები შეიძლება გაიგზავნოს პროექტის შემქმნელებთან.