რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ესტონეთმა 20 მილიონ ევროზე მეტი რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა კაიმა კუუსკმა განაცხადა.

ესტონეთის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკრედიტო და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსა და საბანკო ანგარიშებზე გაყინული თანხა დაახლოებით 11,7 მილიონ ევროს შეადგენს. კიდევ 8,4 მლნ ევროზე მეტია საგადასახადო და საბაჟო სამსახურების წინასწარი გადახდის ანგარიშებზე არსებული აქტივები.

„სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია გაყინული აქტივების ზუსტი ღირებულების გამოთვლა - თანხა მუდმივად იცვლება. კერძოდ, კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ გაყინული აქტივები გაყინული ქონების შესანახად. კიდევ უფრო რთულია გაყინული ქონების ან მატერიალური ნივთების მთლიანი ღირებულების გამოთვლა“, - განმარტა კუუსკმა.

ელჩმა დასძინა, რომ ესტონეთში გაყინული აქტივების 90%-ზე მეტი დაკავშირებულია ორ რუს ოლიგარქთან - ანდრეი მელნიჩენკოსთან და ვიაჩესლავ კანტორთან. პირველს ეკუთვნის EuroChem Terminal Sillamäe OÜ, ხოლო მეორეს - Muuga kompanii DBT AS.

„ახლა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს დაევალა ამ აქტივების უკრაინაში გადაცემის მექანიზმის შემუშავება. ჩვენ კონსულტაციები გავმართეთ კანადასთან, შეერთებულ შტატებთან და უკრაინულ მხარესთან. მაისში კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღონ კონკრეტული წინადადებები ამ ინიციატივის განსახორციელებლად“, - დასძინა კუუსკმა.