ესტონეთის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.

ფიცის დადების შემდეგ ესტონეთის ახალმა მთავრობამ, კრისტენ მიხალის ხელმძღვანელობით, მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის მთავრობიდან 8 მინისტრი, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური და საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობას გააგრძელებენ.

კრისტენ მიხალმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასი შეცვალა, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის გამო 15 ივლისს გადადგა.

ipn.ge