ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარებას 25 მილიონი ევროთი გაზრდიან.

"ესტონეთმა მიიღო კრიტიკული და აუცილებელი გადაწყვეტილება, გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება 25 მილიონი ევროთი. დამატებით ჩვენი ვალდებულებისა, გამოვყოთ ჩვენი მშპ-ს 0.25% უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად და გავაკეთოთ მეტი, რათა უკრაინას ჰქონდეს რესურსი თავისი სუვერენიტეტის დასაცავად" - წერს მარგუს ცაჰკნა.

"უკრაინის პოზიციის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად, ესტონეთი უკრაინელ მებრძოლებს 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 750 000 სასურსათო პაკეტს გადასცემს. გარდა ამისა, როგორც კი შესაძლებელი იქნება, დამატებით 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაში წარმოებულ აღჭურვილობას გავაგზავნით", – წერს ესტონეთის პრემიერმინისტრი კრისტენ მიხალი და იქვე ღნიშნავს, რომ "უკრაინა თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ესტონეთის იმედი გქონდეთ".