ესპანეთმა სასკოლო კვების ორგანიზების ახალი წესები შემოიღო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ახლა ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველდღე უნდა მიირთვან ხილი და ბოსტნეული, ასევე შეამცირონ შემწვარი და გადამუშავებული საკვების რაოდენობა.

სკოლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პროდუქციის ხარისხს: ბოსტნეულისა და ხილის მინიმუმ 45% უნდა იყოს სეზონური. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასადილოს ბიუჯეტის 5% უნდა გამოყოს ორგანული პროდუქტების შესაძენად.