ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, Banco Bilbao Vizcaya Argentaria-სა (BBVA) და მისი უფრო მცირე კონკურენტ Banco de Sabadell-ის შერწყმის საკუთარი აუდიტი ჩაატაროს, – განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ.
ოფიციალურ პირებს 30 დღე აქვთ გარიგების პარამეტრების შესასწავლად და ამ საკითხზე საჯარო მოსმენების ჩასატარებლად. მთავრობას არ შეუძლია გარიგების დაბლოკვა, მაგრამ მას უფლება აქვს, მისი განხორციელებისთვის უფრო მკაცრი პირობები დააწესოს.