ესპანეთის ხელისუფლება გეგმავს 100%-იანი გადასახადის შემოღებას უძრავი ქონების შესყიდვაზე ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის. ეს ღონისძიება არის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის მიერ წარმოდგენილი გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საბინაო კრიზისის დაძლევას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, იუწყება Financial Times.

ესპანეთი ევროპულ ქვეყნებს შორისაა, სადაც უძრავი ქონების ფასების მკვეთრი ზრდისა და მოთხოვნასთან შედარებით ახალი მშენებლობების მნიშვნელოვანი ჩამორჩენის ფონზე, იზრდება საზოგადოების უკმაყოფილება ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ყიდვის ან დაქირავების სირთულის გამო.

სანჩესის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპაში სახლების ფასები 48%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება შინამეურნეობების შემოსავლების ზრდას იმავე პერიოდში.

ესპანურ უძრავ ქონებას დიდი მოთხოვნა აქვს იმ ადამიანებში, რომლებიც ყიდულობენ დასასვენებელ სახლებს ან ცდილობენ გადავიდნენ თბილი კლიმატის მქონე ქვეყანაში. ასეთი შესყიდვები უკვე ექვემდებარება მთელ რიგ გადასახადებს, რომელთა ოდენობა დამოკიდებულია რეგიონზე, ასევე იმაზე, ტრანზაქცია ხორციელდება პირველად თუ მეორად ბაზარზე. ეს გადასახადები ერთად შეადგენს 7%-დან 12%-მდე.

interfax