ესპანეთის მთავრობა გეგმავს, ბავშვებსა და მოზარდებზე მიმართული არაჯანსაღი საკვების რეკლამირების შესახებ რეგულაციის პროექტის წარდგენას.

ABC.AZ-ის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ 10-დან 8 ესპანელი მხარს უჭერს არასრულწლოვნების დაცვას ასეთი რეკლამებისგან, ხოლო 90%-ზე მეტი მხარს უჭერს ენერგეტიკული სასმელების 16 წლამდე ასაკის პირებისთვის გაყიდვის აკრძალვას.

როგორც ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, მარეგულირებელი წინადადება მომდევნო კვირებში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბავშვებისა და მოზარდების 80% არაჯანსაღ საკვებსა და სასმელს მოიხმარს.