ესპანეთის მიგრაციის მინისტრმა ელმა საიზმა განაცხადა, რომ ქვეყნის ახალი მიგრაციის წესები დააკანონებს წელიწადში დაახლოებით 300 000 არალეგალური მიგრანტის სტატუსს მომდევნო სამი წლის განმავლობაში რადგან ქვეყანა ცდილობს გააფართოოს თავისი სამუშაო ძალა. მინისტრის სიტყვებს Reuters–ი ციტირებს, იუწყება „ევროპეისკაია პრავდა“.
სააგენტოს ცნობით, ესპანეთმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი არალეგალური მიგრანტის სტატუსს დააკანონებს. ეს არის მთავრობის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში შესაბამისი საბუთების გარეშე მცხოვრები მოსახლეობის დიდი რაოდენობის პრობლემის გადასაჭრელად.
„ესპანეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ღია, აყვავებულ ქვეყანასა და დახურულ და ღარიბ ქვეყანას შორის და ჩვენ ავირჩიეთ პირველი“, - განაცხადა მინისტრმა.