ესპანეთში სამუშაო კვირა 40-დან 37,5 საათამდე შემცირდება – დღეში ნახევარი საათით ნაკლებს იმუშავებენ, მაგრამ იგივე ხელფასს აიღებენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ახალი კანონპროექტი ამჟამად, პარლამენტში განიხილება.
კანონის მიღების შემთხვევაში, ეს იქნება სამუშაო საათების პირველი შემცირება ესპანეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში. ეს გავლენას მოახდენს ყველა ესპანელზე, განურჩევლად მათი საქმიანობის სფეროსი.
კანონი ასევე მისცემს ადამიანებს იურიდიულ უფლებას არ უპასუხონ სამუშაო ზარებს და შეტყობინებებს სამუშაო საათების შემდეგ. ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ხელფასის გაზრდას ჰპირდებიან.
კანონის ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მედია წერს, რომ ესპანელები შესაძლოა ახალ განრიგზე გადაერთონ 2025 წლის ზაფხულისთვის.